სასტუმრო "ტიფლის პალასი" გთავაზობთ 6 კატეგორიის ელეგანტურ და კომფორტულ ოთახებს.
სასტუმრო “ტიფლის პალასი”გთავაზობთ ელეგანტურად გაფორმებულ 43 ოთახს, ულამაზესი ხედებით მდინარის სანაპიროზე, გოგირდის აბანოებზე, მეტეხის ეკლესიაზე, ნარიყალას ციხესიმაგრესა და მეიდანზე.
სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილია: კომფორტული საწოლით, ანტი-ალერგიული თეთრეულითა და ორთოპედული მატრასით, სამუშაო მაგიდით, გარდერობით, პლაზმური ტელევიზორით, საკაბელო არხების მრავალფეროვანი არჩევანით, სეიფით, მინი-ბარით, სრულად აღჭურვილი აბაზანით, ინდივიდუალური კლიმატ-კონტროლის სისტემით და უფასო უსადენო ინტერნეტით.
სტუმრებს,რომელთაც სურთ ისარგებლონ სასტუმროს განსაკუთრებული კომფორტითა და სპეციალური მომსახურებებით, სიამოვნებით ვთავაზობთ ჩვენს ლუქს-ოთახებს. თანამედროვე მდიდრულ სტილში გადაწყვეტილი ლუქსები, რომელიც ხასიათდება ჰარმონიული და მშვიდი ფერებით, სივრცითა და სინათლით, აღჭურვილია ელეგანტური და კომფორტული ავეჯით, მყუდრო აივნებითა და დიდი ტერასებით, საუკეთესო ხედებით, მდიდრული აბაზანით, დიდი საძინებლითა და მისაღები ოთახით - იძლევა ყველა პირობას, რომ სტუმრებმა დაისვენონ განსაკუთრებულ და სრულად კომფორტულ გარემოში.