მზად ხართ ზაფხულისთვის? დაჯავშნეთ ოთახი ჩვენს სასტუმროში ვებგვერდის საშუალებით და მიიღეთ 10% ფასდაკლება. გაატარეთ ზაფხული საუკეთესო ადგილას!
სასტუმრო ტიფლის პალასი, მდებარეობს ძველი თბილისის ისტორიულ ცენტრში. იმ ლეგენდარულ ადგილას, რომელიც მიიჩნევა ქალაქის დაარსების საწყისად. სასტუმრო ადვილად მისადგომია, ქალაქის ნებისმიერი უბნიდან.
სასტუმრო გარშემორტყმულია ქალაქის უმთავრესი ღირსშესასნიშნაობებით, ისტორიული ადგილებით, მრავალფეროვანი რესტორნებითა და კაფე-ბარებით, მუზეუმებით, გალერეებით და ელამაზესი პარკებით.
ტიფლის პალასს, აქვთ საშუალება იამაყოს თბილისში არსებული საუკეთესო, ულამაზესი და უმშვენიერესი პანორამული ხედებით.
სასტუმროდან იშლება ხედები, ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე, როგორებიცაა: ნარიყალას ციხესიმაგრე, მეტეხის ეკლესია, ცნობილი გოგირდის აბანოები, თბილისის ძველებური ხისაივნებიანი სახლები.
„ტიფლის პალასი“ გახლავთ მდიდრული ბუტიკის ტიპის სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ, საერთაშორისო სტანდარტების, მაღალი ხარისხის მომსახურეობას, დახვეწილ და კომპორტულ ოთახებს, შესანიშნავ საკონფერენციო და კულინარიულ სივრცეებს.
გამოცდილი და ყურადღებიანი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, მუდამ მზადაა დაეხმაროს სტუმარს ნებისმიერ საკითხში. სწორედ ამიტომ ჩვენი სასტუმრო არის იდეალური არჩევანი როგორც ბიზნემენებისათვის ასევე ინდივიდუალური ტურისტებისთვის....