სტიუარდინგის სუპერვაიზერი
გამოქვეყნ. თარიღი: 13.02.2018
ბოლო თარიღი: 12.03.2018
სასტუმრო ტიფლის პალასი აცხადებს ვაკანსიას სტიუარდინგის სუპერვაიზერის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- უზრუნველყოს სამზარეულოს დასუფთავების ჯგუფის სამუშაოს კოორდინირება
- უზრუნველყოს სამზარეულოების, საწყობების, ყველა დანადგარის სისუფთავე
- დაიცვას ჰიგიენის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები
- პასუხისმგებელია ჭურჭლის სისტემატურ აღწერაზე და გატეხვის შემთხვევების რეგისტრაციაზე
მოთხოვნები:
- სასტუმროში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- უმაღლესი განათლება
- რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა
- შრომისმოყვარეობა და მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი
- საჭიროების შემთხვევაში მძიმე ქვაბების გადატანის უნარი
- კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს კონკურენტულ ხელფასს, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს.
აღნიშნული თანამდებობით დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარებიც შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@gloria.ge და წერილის თემის ველში მიუთითონ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, ვისი რეზიუმეც შეირჩევა რეზიუმეების გადარჩევის საფუძველზე.
ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა