საუზმის რესტორანი მასპინძლობს სასტუმრო „ტიფლის პალასის“ სტუმრებს, ყოველ დილით 07:00 საათიდან 10:30 საათამდე.
რესტორანში თქვენ დაგხვდებათ ფურშეტის ტიპის მაგიდა, ჯანსაღი და გემრიელი კერძების ფართო არჩევანით. სასარგებლო საუზმე, მყუდრო გარემოში, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი კერძები, ჩვენი საკუთარი საკონდიტროს მიერ მომზადებული პურ-ფუნთუშეული, ძეხვისა და ყველის ნაირსახეობა, რძის ნაწარმი, სალათები, ყავა, ჩაი, ხილის წვენები და ახალი ხილი.
ეს ყოველივე განაპირობებს, წარმატებული დღის საუკეთესო დასაწყისს!