პრემიუმ სუიტის  კატეგორიის ნომრები, გახლავთ საშუალოდ 60 კვ.მ. ფართის ნათელი ნომერი.
იგი შედგება საძინებლისაგან, რომელშიც მოთავსებულია დიდი, ორადგილიანი საწოლი, მისაღები/სასადილო  ოთახისაგან - გასაშლელი დივნითა და სასადილო მაგიდით და ორი მდიდრული სააბაზანოსგან. 
ოთახს ამშვენებს საჭირო ავეჯით გაწყობილი აივნები, ულამაზესი ხედებით თბილისის მთავარ ღირშესანიშნაობებზე, როგორიცაა - ნარიყალას ციხესიმაგრე, მეტეხის ეკლესია, მეიდანი, ძველი თბილისის სახლები და ლეგენდარული აბანოები, ასევე მდინარე მტკვირს სანაპირო.
ოთახები აღჭურვილია  ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით -  სამუშაო მაგიდით, ტანსცმლის კარადით, გასაშლელი დივნით, ყავის მაგიდით, სავარძლით, და სხვამინი ბარით, ტელევიზორით , საკაბელო არხების ფართო არჩევანით, უფასო უსადენო ინტერნეტით, ჩაისა და ყავის მომზადების საშუალებებით, სეიფით, ორთოპედული მატრასით, ანტი-ალერგიული თეთრეულით, დამატებითი საბნით, სრულად აღჭურვილი აბაზანით და სააბაზანო კომპლექტით. 
*ყველა ოთახს გააჩნია ინდივიდუალური კლიმატ-კონტროლის სისტემა.
*ჩვენს ყველა სტუმარს ეძლევა შესაძლებლობა, შეარჩიოს სასურველი ბალიში მისი უკეთესი და კომპორტული ძილისთვის.